Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ცამეტწლამდელებმა მეორე ეტაპის საგზური მოიპოვეს

 

 

 

 

 

4 ივნისს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა - ხაშურში ადგილობრივი "ივერიას" კოლექტივმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა.


მატჩი ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო... მასპინძლებს მეორე ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ, ხოლო სტუმრებს, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებლად ასპარეზობენ, ერთპიროვნული ლიდერობის დაბრუნება და მეორე ეტაპის საგზურის ნაადრევად დაუფლება ეწადათ... 


შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და პატარა ზესტაფონელებმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს - თავი საბა კვინიკაძემ და ნიკა მღარიშვილმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს ეცადნენ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად, იმერელთა კარში ორი ბურთის გატანაც მოახერხეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - მარგველმა გიორგი ჭულუხაძემ ლამაზი გოლით გამარჯვება სტუმრებს მოუტანა - 3:2.


ამ გამარჯვებით "ზესტაფონმა" 24 ქულა დააგროვა, იმერეთის ღია ჩემპიონატის "ა" ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019