Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის მეორე ეტაპის კენჭისყრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 20 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების მეორე ეტაპის კენჭისყრა - ტურნირის 1/64-ფინალურ სტადიაზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ მეტოქე მეოთხელიგელი თბილისის "ვარკეთილი" იქნება.

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპი გასული სეზონისაგან განსხვავებული სისტემით გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა სამგუნდიან ჯგუფებში გამარჯვებულთა გარკვევის შედეგად გამოვლინდა...

 

სულ, პირველ ეტაპზე, მონაწილეობა რეგიონული ლიგის 52 გუნდმა მიიღო და რამდენიმე ძალიან საინტერესო დაპირისპირების გამართვის შემდეგ გაირკვა იმ 18 რაზმის ვინაობა, რომლებმაც ტურნირის შემდეგი რაუნდის საგზურები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე რეგიონული ლიგის წარმომადგენელ კოლექტივებს ეროვნული ლიგა-4-ს 10 გუნდიც დაემატა...

 

საბოლოოდ, ოთხშაბათს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ თასის გათამაშების მეორე ეტაპზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეტოქე ეროვნული ლიგა-4-ს წარმომადგენელი, თბილისის "ვარკეთილი" იქნება. შარშანდელის მსგავსად, ამ ეტაპიდან მოყოლებული ყველა სათასო დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება...

 

რაც შეეხება "ზესტაფონისა" და "ვარკეთილის" შეხვედრას, ის კვირას, 24 მარტს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს კი ამ წყვილში გამარჯვებული საკუთარ სტადიონზე ეროვნული ლიგა-3-ს წარმომადგენელს, ხობის "კოლხეთს" მიიღებს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019