Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

 

 

 

 

2018 წლის 9 სექტემბერს "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმაც გამართა. მიმდინარე ტურნირის დასავლეთის ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში, რომელიც სოფელ რუხის სტადიონზე გაიმართა, იმერლები "ზუგდიდის" წარმომადგენელ ჩვიდმეტწლამდელებს ესტუმრნენ.

 

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" წარმომადგენლებთან ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელების დაპირისპირების მსგავსად, ჩვიდმეტწლამდელთა შეხვედრაც იმერელთა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ასაკით უმცროს თანაკლუბელთა მატჩისაგან განსხვავებით, უფროსმა ბიჭებმა სამი ქულის აღება გაცილებით მარტივად მოახერხეს,

 

მატჩის პირველი ტაიმი მარგველთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ეს უპირატესობა ზუგდიდელთა კარში გატანილ ორ გოლში იქნა ასახული - 17-ე წუთზე ზესტაფონელმა დათო ბებიაშვილმა წინ სტუმრები გაიყვანა, ხოლო 35-ეზე ნიკა ღვალაძემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი შედარებით მშვიდად წარიმართა, თუმცა 57-ე წუთზე "ზესტაფონის" ფორვარდმა ნიკა ღვალაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიშში თავის გუნდის უპირატესობა სამბურთიანი გახადა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ერთადერთი, "პრესტიჟის" გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი მარგველთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა..

 

სადღეისოდ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები U17 "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას ისინი 14 სექტემბერს გამართავენ - ზესტაფონის ბაზაზე იმერლები ბათუმის "დინამოს" წარმომადგენელ გუნდს უმასპინძლებენ.

 

 

09.09.2018. U-17. ”ზუგდიდი” - ”ზესტაფონი” 1-3

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, გ. ღონღაძე, ნასრაძე, სვიანაძე, თ. ჭუმბურიძე, სხილაძე, დ. ბებიაშვილი, ახვლედიანი, გ. გიორგაძე (ნ. ჭუმბურიძე, 51), ჯანიაშვილი, ღვალაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018