03.06.2019
საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისათვის მზადება დაიწყო - 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს ჩვენი ფეხბურთელები დანიელებს კოპენჰაგენში ესტუმრებიან.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიბრალტართან და დანიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 1 ივნისს დაიწყო. უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შეკრების პირველ ორ დღეს სავარჯიშო პროცესში 19 ფეხბურთელი იყო ჩართული, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისის "დინამო-არენასა" და კოპენჰაგენის "Teila Parken"-ზე გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა |