Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელმა ჭაბუკებმა "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლეს

 

 

 

 

 

2018 წლის 5 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" გუნდებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები და მათი ოპონენტი თბილისელები დღევანდელ შეხვედრამდე "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე პოზიციებს იყოფდნენ და შესაბამისად, ერთპიროვნული ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად ორივე გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება აუცილებლად ჭირდებოდა ...

 

შეხვედრის პირველი ტაიმი მოულოდნელი სცენარით წარიმართა - მასპინძლებს თამაში არ წაუვიდათ, ხოლო სტუმრები ძალიან სახიფათოდ უტევდნენ და შესვენებისთვის იმერელთა კარში 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. ვეტერინართა რიგებში გატანილი გოლებით თავი ძმებმა ნიკა და ლუკა (2) ქოქოსაძეებმა გამოიჩინეს.

 

მეორე ტაიმი ზესტაფონელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 42-ე წუთზე დათო ბებიაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ოდნავ შემცირდა. თუმცა იმერელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 59-ე წუთზე, როდესაც მოედნიდან ნიკა ჭანტურიძე გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ...

 

ზესტაფონელთათვის ესოდენ არაყელსაყრელად შეხვედრის სცენარის განვითარების მიუხედავად, მათ მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და დღევანდელი დაპირისპირების გადარჩენა შეძლეს. დარჩენილ დროში დუბლის შესრულება ბესო ფერაძემ მოახერხა და იმერულ-თბილისური დუელიც ფრედ 3-3 დასრულდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მასში დღევანდელ ტურამდე არსებული "სტატუს-ქვო" შენარჩუნდა...

 

 

05.09.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 3-3

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ჭუმბურიძე, ნასრაძე, სვიანაძე, გ. ღონღაძე, ახვლედიანი (ჭანტურიძე, 39), დ. ბებიაშვილი, ჯანიაშვილი, სხილაძე, ღვალაძე (ო. გიორგაძე, 76), ბ. ფერაძე.

 

 

* * *

 

დღესვე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე "ვიტ-ჯორჯიის" წარმომადგენელ თანატოლებს ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა გუნდმაც უმასპინძლა. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლუკა ბებიაშვილმა და დათო ფანჩულიძემ გამოიჩინეს.

05.09.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 2-3

"ზესტაფონი" (U-15): არაბიძე (ცერცვაძე, 36), დ. გაჩეჩილაძე, გურული, ა. ცხადაძე, ნ. ჭუმბურიძე, ნებიერიძე, ნ. ცხადაძე (კლდიაშვილი, 44), ლ. ბებიაშვილი, თაბუკაშვილი (პაპიძე, 42), დ. ტაბატაძე (ა. ტაბატაძე, 57), ფანჩულიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018