Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.12.2018

 

 

 

 

 

 

 

 

2018 წლის სეზონი ციფრებში

 

 

 

 

 

საქართველოს XXX ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის გათამაშება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სეზონის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, ჩვენი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

სულ, ახლახან დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” 30 მატჩი ჩაატარა - 14 ჩემპიონატის პირველ (საკვალიფიკაციო) ეტაპზე, 14 "დასავლეთის ზედა ჯგუფად " წოდებულ ფინალურ ტურნირში და 2-ც თასის გათამაშებაში...

 

30 ჩატარებული შეხვედრიდან 18 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 10-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე არაა გასაკვირი გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი - 64-38. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 56 ქულა...

 

რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით 2018 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგებს, ის ნოდარ გაჩეჩილაძეს ეკუთვნის - გუნდის კაპიტანმა მონაწილეობა 29 მატჩში მიიღო. შესაბამისად 28- და 26-ჯერ მოირგეს "ზესტაფონის" მაისური თორნიკე ჭურაძემ და შოთა ვარდოსანიძემ, 25-25-ჯერ კი მოედანზე ლაშა ბუბულაშვილი და გიორგი მაკარიძე გავიდნენ...

 

სულ, განვლილი სეზონის 30 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 29 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 64 გოლი ზემოიმერული გუნდის 17 ფეხბურთელის ანგარიშზეა...

 

ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" ნახევარდაცვის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 29 გატანილი გოლია, თავდასხმის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 26 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 9 გოლი გაიტანეს.

 

იმერული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 11 გატანილი გოლით ბაჩო ბერაძე გახდა, 10-ჯერ დაამწაუხრა იმერელთა მეტოქეები გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ, 8-8 გოლი კი გიორგი მაკარიძისა და 17 წლის ბესო ფერაძის ანგარიშზეა...

 

 

 

 
2018 წლის სეზონში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ნოდარ გაჩეჩილაძე

29

10
თორნიკე ჭურაძე

28

3
შოთა ვარდოსანიძე

26

1

გიორგი მაკარიძე

25

8

ლაშა ბუბულაშვილი

25

-

გიორგი ხუჯაძე

23

2

გია მახათაძე

21

- 22

ბესო ფერაძე

21

8

ლევან ჩიტორელიძე

20

3

აკაკი დვალი

20

2

ამური საცერაძე

18

5

ბაჩო ბერაძე

16

11

ბიბი ფოცხვერაშვილი

15

1

გიორგი სამხარაძე

15

1

შალვა ცქიფურიშვილი

14

4

 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ირაკლი ზარნაძე

14

1
მიხეილ ვაჭარაძე

13

-
მახარე მაცაბერიძე

13

2
ზაალ ზუზაძე

12

1

გოგა არაბიძე

11

1

საბა სამხარაძე

10

-

თემურ ბერაძე

8

-

ალექსანდრე გიორგაძე

8

- 15

ბექა აბჟანდაძე

5

-

შოთა ფანცულაია

2

-

გიორგი გაჩეჩილაძე

2

-

ლუკა გოგოლაძე

1

- 1

სულხან სვიანაძე

1

-

გიორგი წითელაშვილი

1

-

-

-

-

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018