Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა და "ზესტაფონის" ბაზა

 

 

 

 

 

2018 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 13 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ანდორის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 16 ოქტომბერს ჩვენი ფეხბურთელები ლატვიელებს რიგაში ესტუმრებიან.

 

ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორასთან და ლატვიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 8 ოქტომბერს დაიწყო. უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ტრავმების გამო ნაკრებს ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდნენ და გუნდში 24 ფეხბურთელი ივარჯიშებს...

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის თბილისის "დინამო-არენასა" და რიგის სტადიონ "დაუგავაზე" გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018