Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ფუნქციონირებს ქალაქ ზესტაფონში  1933 წლიდან.

ჭიათურის მანგანუმშემცველი მადნის საბადოების სიახლოვეს ქარხნის მშენებლობის იდეის ავტორი და განხორციელების სულისჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მეცნიერი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ბატონი გიორგი ნიკოლაძე.

 

ქარხნის თითქმის 90-წლიანი ისტორიის მანძილზე იყო სერიოზული წარმატებები როგორც ტექნოლოგიური, ისე წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით . ათვისებულ იქნა: ფერომანგანუმის, სილიკომანგანუმი, ფეროსილიციუმის,ფერომოლიბდენის, ლითონური მანგანუმის და სხვა შენადნობების წარმოების ტექნოლოგიები.

 

1952 წელს ქარხანამ ააშენა სტადიონი, სადაც ვარჯიშობდა და საქართველოს პირველობის მატჩებს ატარებდა ქარხნის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი "მეტალურგი". დღესაც სწორედ ქარხნის დახმარებით ხდება ხოლმე სტადიონის მომზადება ასპარეზობისათვის. სხვადასხვა წლებში ქარხნის ძალისხმევით ქალაქ ზესტაფონში აშენდა მშვენიერი საცურაო აუზი, საჭიდაო დარბაზი და მრავალი სხვა სპორტული ობიექტი.

 

2006 წლიდან საწარმო გაერთიანდა ჰოლდინგ შ.პ.ს. ”ჯეორჯიან მანგანეზში”, წლების მანძილზე ქარხანა სპონსორობას უწევდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", რითაც თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქართული ფეხბურთის აღორძინება-აღმავლობის საქმეში.

 

 

ჩვენი პარტნიორია კომპანია "Lawns of Georgia" რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითა და სპორტული დანიშნულების ობიექტებს მშენებლობითაა დაკავებული.

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და კომპანია "Lawns of Georgia" 2012 წლიდან თანამშრომლობენ.

 

 

ჩვენი პარტნიორია კომპანია "აირმაქსი", რომელიც იმერეთის მხარეში ერთ-ერთი მსხვილი უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი გახლავთ და თავის საქმიანობას WIFI AirMax MIMO TDMA ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს...

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და კომპანია "აირმაქსი" 2013 წლიდან თანამშრომლობენ.

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005