Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

27.01.2018

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

2018 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ესტუმრა და მონაწილეობა სპორტულ გადაცემა "სპორტის საათში" მიიღო. ჩვენი ინტერნეტგვერდი ამ ძალიან საინტერესო გადაცემის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

25.01.2018

ნოდარ ახალკაცი ”ზესტაფონის” შესახებ

 

გაზეთ "სარბიელში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სფფ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, დღესდღეობით კი ფიფას წევრი ფედერაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელ ბატონ ნოდარ ახალკაცთან. რესპონდენტმა ძალიან ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ...

24.01.2018

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

"ზესტაფონი" მზადაა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ითამაშოს. კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილით უკვე მიმართა. "ზესტაფონი" პასუხს ელის და ახალი სეზონისთვის მშობლიურ "დავით აბაშიძეზე" ემზადება ...

22.01.2018

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ რეგიონალური ტელეკომპანია ”არგოს” საინფორმაციო გადაცემა ”სპექტრში” მიმდინარე წლის 22 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდების ახალი სეზონისათვის მზადებისა და უახლოესი გეგმების შესახებ მოგვითხრობს ...

21.01.2018

"სარბიელის" პუბლიკაცია

 

21 იანვარს გაზეთ "სარბიელის" ვებ-გვერდზე (დღესდღეობით ეს ძალიან პოპულარული სპორტული გამოცემა ელექტრონულ ფორმატში გამოდის) გამოქვეყნდა ჟურნალისტ პაპუნა კედიას მეტად საინტერესო პუბლიკაცია... ჩვენი საიტი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

18.01.2018

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომას უნდა განეხილა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი – „ზესტაფონის“ ხელახალი ინტეგრირება ქართულ საფეხბურთო სივრცეში. რა ხდება „ზესტაფონთან“ დაკავშირებით? ამ კითხვით მივმართეთ კლუბის მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს ...

16.01.2018

ზესტაფონელებმა მზადება განაგრძეს

 

2017 წლის ჩემპიონატში "ზესტაფონს" ორი გუნდი წარმოადგენდა - U17 ჭაბუკთა კოლექტივმა თავის ასაკში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, U15 ჭაბუკთა გუნდმა კი ფეხბურთის მოყვარულთა და სპეციალისტთა მხრიდან საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა ...

14.01.2018

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის მფლობელისა და ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ფიფას წევრი ფედერაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელს, ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც 14 იანვარს 42 წელი შეუსრულდა!

12.01.2018

თბილისის ბაზა "ზესტაფონის" ოფიციალურ გვერდზე

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე უკვე კარგა ხანია ამოქმედებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი. გთავაზობთ მასალას, რომელიც თბილისურ ბაზაზე სადღეისოდ არსებული ვითარების შესახებ მოგვითხრობს ...

10.01.2018

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ კომპანია "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილთან, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენს კლუბში ჯერ სპორტული, შემდეგ კი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უმუშავია ...

07.01.2018

"ზესტაფონის" ჭაბუკებმა მზადება დაიწყეს

 

"ზესტაფონის" ჭაბუკები, რომლებსაც წელს ასპარეზობა როგორც U15-სა და U17-ში, ასევე უფრო დიდ ასაკობრივ კატეგორიაში შეუძლიათ, 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას დეკემბრის ბოლო რიცხვებში შეუდგნენ. პირველი საწვრთნელი შეკრება მათ დაბა ბაკურიანში გაიარეს ...

03.01.2018

რას ფიქრობს ხალხი?

 

ამ ბოლო დღეებში ფეხბურთის მოყვარულთა შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 27 დეკემბრის ჩაშლილი სხდომის თემამ და ზოგადად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილი ვითარების საკითხმა ...

30.12.2017

გულშემატკივართა კლუბის ღია მიმართვა

 

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს “ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა კოტე ბოჭორიშვილმა თავის fb-გვერდზე გამოქვეყნა სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილისადმი მიმართვა, რომელიც ამ ბოლო დღეებში განვითარებულ ამბებს ეხმაურება ...

25.12.2017

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

27 დეკემბერს, სფფ-ს აღმასკომზე, “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებაზეც იმსჯელებენ. აღმასკომზე კლუბის მფლობელი ილია კოკაია მიიწვიეს. მასთან ამ და სხვა საკითხებზე ვრცლად ვილაპარაკეთ. თუმცა, ოფისის შემოსასვლელში ნანახმა სხვაგვარი დასაწყისი გვიკარნახა ...

24.12.2017

„ზესტაფონის“ საკითხი აღმასკომის სხდომაზე გაირკვევა

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგში ს. კ. “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხიც შეიტანეს. სხდომაზე კლუბის მფლობელი ილია კოკაია მიიწვიეს ...

22.12.2017

"ლელოს" პუბლიკაცია: "ოთხშაბათის საკითხავი"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ალეკო კაკაურიძის საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ამ რამდენიმე კვირის წინ დასრულებულ საფეხბურთო სეზონის შედეგებსა და ამ სეზონის მიმდინარეობისას ქართული ფეხბურთის წინაშე დამდგარ პრობლემებს ეხმაურება ...

19.12.2017

თექვსმეტწლამდელთა სპარინგი გორელებთან

 

ჩვენი კლუბის 16-წლამდელები 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს U16 გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს "გორის" წარმომადგენელი 2001-წლიანები დაუპირისპირდნენ ...

17.12.2017

ამ შემთხვევაში კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს

 

16 დეკემბერს გაზეთ "სარბიელის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მეტად საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების შესაძლებლობას ეხმაურება. ჩვენი საიტი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

15.12.2017

"ზესტაფონის" დაბრუნების მომხრე 88,9 %-ის ამბავი

 

ორიოდე დღის წინ ქართული სპორტული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" facebook-გვერდზე, რომელსაც 10 000 კაციანი საკუთარი "აუდიტორია" ჰყავს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის ძალიან საინტერესო გამოკითხვა მოეწყო ...

14.12.2017

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” გადაცემა ”სპექტრში” მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ბატონ კახაბერ მახათაძესთან სტუმრობის შესახებ მოგვითხრობს ...

13.12.2017

საზეიმო მიღება ზესტაფონის მერიაში

 

12 დეკემბერს ზესტაფონის მერიაში სასიამოვნო ღონისძიება გაიმართა - ჩვენი ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ 17-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და მათ „ოქროს ლიგის“ გათამაშებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა ...

11.12.2017

გურამ მაზმიშვილი: ჩვენს მხრებზე დიდი ტვირთი იყო

 

სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელთან გურამ მაზმიშვილთან, რომელშიც რესპოდენტი ახლახანს დასრულებულ სეზონზე, "ოქროს ლიგის" ფორმატზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს ...

09.12.2017

ჩვიდმეტწლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი ციფრებში

 

17-წლამდელთა "ოქროს ლიგა" სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონის” U17 გუნდისა და ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდე ...

07.12.2017

თვრამეტწლამდელთა ორი მატჩი მინსკში

 

გიორგი მიქაძის მიერ დამმოძღვრილმა საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში იმყოფებოდა, ადგილობრივ თანატოლებთან ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ...

04.12.2017

თექვსმეტწლამდელთა სპარინგი ბაღდათელებთან

 

ჩვენი კლუბის 16-წლამდელები ჭაბუკთა შორის მომავალი, 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგნენ. 3 დეკემბერს გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს ბაღდათის "საირმეს" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ ...

02.12.2017

ზესტაფონელი 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში

 

თვრამეტწლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც გუნდში მინსკში დაგეგმილი მატჩებისათვის არიან გამოძახებული. "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის ძალიან სასიამოვნოა ამ სიაში ჩვენი კლუბის წარმომადგენლის ხილვა...

30.11.2017

"ზესტაფონის" ვერცხლი ოქროსავითაა

 

სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ დასრულებული ჩვიდმეწლამდელთა "ოქროს ლიგის" შედეგებსა და ამ ტურნირში ზესტაფონელთა წარმატებულ გამოსვლას ეხმაურება ...

28.11.2017

"ზესტაფონმა" ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

 

2017 წლის 28 ნოემბერს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა "ოქროს ლიგის" დასკვნითი, მე-18 ტურის შეხვედრა გამართა - თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" აკადემიის მოედანზე მარგველები ადგილობრივი კოლექტივის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

26.11.2017

ჩემპიონის ვინაობას ლიდერთა დუელი გაარკვევს

 

გაიმართა U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" რამდენიმე გამოტოვებული მატჩი, რის შედეგადაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში - ჩემპიონის ვინაობას თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" გუნდების უშუალო შეხვედრა გაარკვევს ...

23.11.2017

თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზის ამბები

 

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე უკვე კარგა ხანია ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი ...

20.11.2017

104 გატანილი გოლის ამბავი და ბოლო ტურის მოლოდინი

 

19 ნოემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" ბოლოსწინა, რიგით მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

17.11.2017

დატვირთული რეჟიმი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

ამ ბოლო დღეების მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ ერთბაშად რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო შეხვედრას უმასპინძლა. თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზასაც მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუხდა ...

15.11.2017

"ზესტაფონის" საკითხი "ღია მიკროფონში"

 

14 ნოემბერს რადიო "ჯაკოს" პირდაპირ ეთერში გავიდა ჟურნალისტ ნანა ჩოკორაიას საავტორო გადაცემა "ღია მიკროფონი", რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაბრუნების ამ ბოლო ხანს გააქტუალურებულ საკითხს მიეძღვნ ...

14.11.2017

"ზესტაფონმა" სფფ-ს წერილით მიმართა

 

13 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივან დავით მუჯირს და კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სამსახურის ადმინისტრაციას...

13.11.2017

"მოსამზადებელი" აღმასკომისა და "ზესტაფონის" ამბები

 

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა მეტად საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე მოგვითხრობს.ჩვენ კი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

12.11.2017

"ინტერის" საზაფხულო სკოლა და "ზესტაფონის" ბაზა

 

იტალიური მილანის „ინტერი“ დამწყებ ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. მომავალ წელს, იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება ...

10.11.2017

ვერცხლით შეფერილი ვიზიტი აჭარაში

 

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა 2017 წლის U17 "ოქროს ლიგის" მეთექვსმეტე ტურის მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" იმერლები ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ ...

07.11.2017

ეროვნული ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა

 

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 10 ნოემბერს გორის სტადიონზე ქვეყნის უმთავრესი გუნდი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისის სტადიონზე ბელარუსს უმასპინძლებს ...

05.11.2017

ზესტაფონელი 13-წლამდელები სამეულში დამკვიდრდნენ

 

2017 წლის 5 ნოემბერს მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან იმერეთის ღია პირველობის დასკვნითი ტურის შეხვედრა გამართა ...

03.11.2017

ჩვიდმეტწლამდელებმა მედლები გაინაღდეს

 

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის გუნდს უმასპინძლა ...

03.11.2017

თხუთმეტწლამდელებმა სეზონი დაასრულეს

 

2017 წლის 3 ნოემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა სანუგეშო ტურნირის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა "სამტრედიის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს ...

31.10.2017

ლევან კობიაშვილი "ზესტაფონის" შესახებ

 

31 ოქტომბერს სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სფფ-ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელშიც, სხვა საკითხთან ერთად, ქართული ფეხბურთის თავკაცი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს ...

30.10.2017

"ზესტაფონი" ჭაბუკთა მიღებას აცხადებს

 

თხუთმეტწლამდე და ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას აცხადებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ...

29.10.2017

ფრე ჩემპიონისა და ლიდერის დაპირისპირებაში

 

2017 წლის 29 ოქტომბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა "ოქროს ლიგის" მე-14 ტურის შეხვედრა გამართა - თბილისის "ლოკომოტივის" კუთვნილ საგურამოს ბაზაზე მარგველები ადგილობრივი კოლექტივის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

28.10.2017

ზესტაფონელი 13-წლამდელები ბრინჯაოს მიუახლოვდნენ

 

28 ოქტომბერს ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენლებს უმასპინძლა ...

25.10.2017

ევროშესარჩევის მონაწილენი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

24-30 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ევროპის U17 ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, რომელშიც ქართველი, მონტენეგროელი, იტალიელი და ლატვიელი ჭაბუკები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში გამსვლელი 2 საგზურიდან ერთის მოპოვებას შეეცდება ...

23.10.2017

თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება წყალტუბოში

 

22 ოქტომბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოადანზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

21.10.2017

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს "ზესტაფონის"17-წლამდელთა გუნდმა 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეცამეტე ტურის ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

18.10.2017

ზესტაფონელი 13-წლამდელები სამეულში დამკვიდრდნენ

 

16 ოქტომბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა ...

15.10.2017

თხუთმეტწლამდელთა კიდევ ერთი გამარჯვება

 

2017 წლის 15 ოქტომბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მეათე ტურის შეხვედრაში მარგველებმა "ზუგდიდის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

13.10.2017

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მდევართან შეხვედრაში

 

13 ოქტომბერს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა 2017 წლის "ოქროს ლიგის" მორიგი, რიგით მეთორმეტე ტურის შეხვედრა გამართა - მარგველები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრნენ ...

10.10.2017

"ზესტაფონი" მედლებს მიუახლოვდა

 

9 ოქტომბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

08.10.2017

თხუთმეტწლამდელთა მარცხი ქობულეთში

 

2017 წლის 7 ოქტომბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" გამართულ შეხვედრაში მარგველები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

06.10.2017

პატარა ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება

 

5 ოქტომბერს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე, იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლა ...

05.10.2017

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ...

 

ამ რამდენიმე დღის წინ თვრამეტწლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც U-18 გუნდის შეკრებაზე არიან გამოძახებულნი. "ზესტაფონის" ქომაგისათვის ძალიან სასიამოვნოა ამ სიაში ჩვენი კლუბის წარმომადგენლის აღმოჩენა ...

04.10.2017

სანაკრებო შეკრება "ზესტაფონის" ბაზაზე

 

ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 6 ოქტომბერს ქვეყნის უმთავრესი გუნდი „დინამო არენაზე“ უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ოქტომბერს სერბეთს ესტუმრება ...

03.10.2017

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ჩვენი კლუბის მფლობელს, ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც დღეს 61 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ ბატონ ილიას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

01.10.2017

დაძაბული მატჩი გაგრელებთან

 

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეორე წრის სასტარო, რიგით კი მეათე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

30.09.2017

თხუთმეტწლამდელთა ფრე ლანჩხუთელებთან

 

2017 წლის 30 სექტემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველებმა ლანჩხუთის "გურიას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

26.09.2017

"ზესტაფონი" ბავშვების სამსახურში

 

გასულ შაბათს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული გუნდ "მარგვეთი-2006"-ს 13-წლამდელთა გუნდმა იმერეთის პირველობის შეხვედრაში "ქუთაისის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

24.09.2017

თხუთმეტწლამდელთა მარცხი სამტრედიაში

 

23 სექტემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

21.09.2017

პირველი წრის მინორული ფინიში

 

2017 წლის 21 სექტემბერს "ზესტაფონის" U17 გუნდმა ჩვიდმეტწლამდელთა პირველობის "ოქროს ლიგის" პირველი წრის დასკვნითი, მეცხრე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უმასპინძლა ...

18.09.2017

თხუთმეტწლამდელთა მორიგი სამი ქულა

 

2017 წლის 17 სექტემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მექვსე ტურის შეხვედრაში მარგველებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

16.09.2017

სამქულიანი ვოიაჟი თბილისში

 

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს "ზესტაფონის" 17-წლამდელებმა საქართველოს 2017 წლის "ოქროს ლიგის" გათამაშების მერვე ტურის მატჩი გამართეს - თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონ "მარაკანაზე" იმერლები ამავე სკოლის გუნდს დაუპირისპირდნენ ...

13.09.2017

თხუთმეტწლამდელთა მარცხი ზუგდიდში

 

12 სექტემბერს "ზესტაფონის" 15-წლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწრის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "ზუგდიდის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

11.09.2017

"ზესტაფონი" ისევ პირველია

 

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთის "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

09.09.2017

ზესტაფონელი ბავშვების სამსახურში

 

9 სექტემბერს ზესტაფონში მდებარე ჩვენს ბაზაზე, იმერეთის პირველობის შეხვედრაში, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა ...

07.09.2017

თხუთმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

2017 წლის 7 სექტემბერს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრაში იმერლებმა ბათუმის "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

05.09.2017

სამი ქულა ზუგდიდიდან

 

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეექვსე ტურის მატჩი გამართეს - ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე იმერლები ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ ...

03.09.2017

თხუთმეტწლამდელთა ფრე ლანჩხუთში

 

2017 წლის 2 სექტემბერს გამართული მატჩით სეზონი "ზესტაფონის" 15-წლამდელთათვისაც განახლდა. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "გურიის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

01.09.2017

"ზესტაფონმა" ლიდერობა განიმტკიცა

 

1 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა ...

30.08.2017

თხუთმეტწლამდელთა სპარინგი "ავაზასთან"

 

”ზესტაფონის” თხუთმეტწლამდელები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან. 29 აგვისტოს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

29.08.2017

ეროვნული ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე

 

ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2 სექტემბერს ქვეყნის უმთავრესი გუნდი „დინამო არენაზე“ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 სექტემბერს ავსტრიას ესტუმრება ...

26.08.2017

სამქულიანი ვიზიტი აჭარაში

 

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეოთხე ტურის მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" იმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ ...

22.08.2017

კონკურენტთან გამარჯვებით განახლებული "ოქროს ლიგა"

 

21 აგვისტოს გამართული მატჩით "ზესტაფონის" 17-წლამდელთათვის 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U17 "ოქროს ლიგის" მესამე ტურის შეხვედრაში მარგველები "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

19.08.2017

თხუთმეტწლამდელთა სპარინგი მარტვილელებთან

 

U17-ს მსაგავსად, ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას ”ზესტაფონის” 15-წლამდელებიც განაგრძობენ. 18 აგვისტოს გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ ...

16.08.2017

ამხანაგური მატჩი თანაქალაქელებთან

 

”ზესტაფონის” ჭაბუკები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობენ. 16 აგვისტოს მარგველმა 17-წლამდელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს - კლუბის ბაზაზე ისინი მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელ ზესტაფონის ნაკრებს დაუპირისპირდნენ ...

14.08.2017

ჭაბუკთა ტურნირების კალენდარი

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჭაბუკთა სხვადასხვა ასაკობრივ ლიგაში მონაწილე კლუბებს დაუგზავნა U-19, U-17 და U-15 ტურნირებში მოასპარეზე ჭაბუკთა 2017 წლის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი წრის კალენდარი ...

13.08.2017

სპარინგ-დუელი საჩხერელებთან

 

”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადებიან. 12 აგვისტოს ამხანაგური მატჩები მარგველთა ორივე გუნდმა გამართა - ზესტაფონელებმა საკუთარ ბაზაზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს ...

11.08.2017

"ზესტაფონისა" და საქართველოს დროშას ყველგან ავიტან...

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიამ მონაწილეობა ერთ-ერთ უდიდეს მწვერვალ თეთნულდზე ლაშქრობაში მიიღო. ამ ამბავს ახალი ამბების სააგენტო "PrimeTime" გამოეხმაურა და ბატონ ილიასთან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა ...

10.08.2017

ამხანაგური მატჩი ტყიბულელებთან

 

”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობენ. 10 აგვისტოს მარგველმა 17-წლამდელებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს - ზესტაფონის ბაზაზე მათ მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი ტყიბულის ნაკრები დაუპირისპირდა ...

09.08.2017

"ზესტაფონის" დროშა თეთნულდზე

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, სვანეთში მდებარე თეთნულდი დალაშქრა ...

06.08.2017

სპარინგ-მატჩი რეგიონლიგის წარმომადგენლებთან

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას განაგრძობენ. 5 აგვისტოს გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა ...

03.08.2017

ბერიკა შუკაკიძე "ზესტაფონის" შესახებ

 

სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელ დირექტორ ბერიკა შუკაკიძესთან. ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს კი ამ პუბლიკაციას იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ბერიკა შუკაკიძე "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება...

01.08.2017

სამინისტროსა და რაგბის კავშირის მადლობა "ზესტაფონს"

 

31 ივლისს სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამეს და ისაუბრეს უმაღლეს შეფასებაზე, რომელიც ტურნირმა მიიღო...

28.07.2017

ზღვისპირული შეკრების მაჟორული დასასრული

 

"ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის ზღვისპირული შეკრება დასასრულს მიუხლოვდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა მარგველები ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" საშემოდგომო მატჩებისათვის მზადებას განაგრძობენ ...

26.07.2017

"ლელოს" პუბლიკაცია: "დაკარგული მუღამები"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის განვითარების პროგრამის ავკარგიანობაზე და ფეხბურთში ინვესტორთა დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ...

23.07.2017

ჩვიდმეტწლამდელთა ზღვისპირული შეკრება

 

"ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 20 ივლისს გუნდი, ათდღიანი საწვრთნელი შეკრების გასავლელად, ქობულეთში გაემგზავრა ...

20.07.2017

სატრენაჟორო დარბაზი ისევ მწყობრშია

 

"ზესტაფონის" ქომაგსა და ჩვენი საიტის მკითხველს კარგად ემახსოვრება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 2015-16 წლებში განვითარებული ამბები, როდესაც უხვი ნალექისა და გრიგალის გამო სტადიონი ზედიზედ ორჯერ დაიტბორა და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ...

17.07.2017

"ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა მზადება დაიწყეს

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგაში" ასპარეზობს ...

14.07.2017

ფინალისტები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებიან

 

საქართველოში მიმდინარე ცხრამეტწლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. როგორც უკვე ვიუწყობოდით, ევროპირველობის მონაწილე რვავე ნაკრები ტურნირის მატჩებისათვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადებოდა ...

11.07.2017

ამხანაგური მატჩი ირანელ სტუმრებთან

 

”ზესტაფონის” ჭაბუკებმა, რომლებსაც ჩემპიონატში ორთვიანი პაუზა უწევთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს ამხანაგური შეხვედრა გამართეს - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ირანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის, თეირანის აკადემია "სპარტას" ჭაბუკთა გუნდი დაუპირისპირდა ...

08.07.2017

ევროპირველობის მონაწილენი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

როგორც იცით, ამ დღეებში საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოსთან ერთად, კონტინენტზე პირველობისთვის შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები იბძვიან ...

06.07.2017

თხუთმეტწლამდელებმა მზადება დაიწყეს

 

"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდი საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მზადება ქობულეთში, ათდღიანი საწვრთნელი შეკრებით დაიწყო ...

04.07.2017

საკლუბო მაისური თანაქალაქელისთვის

 

ჩვენ აქამდეც ვწერდით "ზესტაფონის" ქომაგ ჯიმი თავაძეზე, რომელმაც 2016 წლის აპრილში უბედური შემთხვევის შედეგად 3 კიდური დაკარგა. წელს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, მან რეაბილიტაციის კურსი გაიარა და ახლა უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია ...

02.07.2017

"ზესტაფონის" ბაზაზე 19-წლამდელებიც ემზადებიან

 

2017 წლის 2-15 ივლისს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასპინძელ საქართველოსთან ერთად, პირველობისთვის შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები იბძოლებენ ...

30.06.2017

მორაგბეთა თასის მონაწილენი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

როგორც იცით, ივნისის თვეში ჩვენმა ქვეყანამ მორაგბეთა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ამ ტურნირის მონაწილე ერთბაშად ოთხი ნაკრები გუნდი მატჩებისათვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებოდა ...

28.06.2017

ოლიკო: მადლობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"!

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივარმა ოლიკო კობახიძემ, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" საერთაშორისო საცეკვაო პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლავთ, წარმატებით გადალახა კიდევ ერთი ეტაპი და საუკეთესოთა სამეულში მოხვდა ...

27.06.2017

საბრძოლო ფრე დედაქალაქში

 

26 ივნისს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეორე ტურის მატჩი გამართეს - საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე იმერლები ამ სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ...

25.06.2017

მორაგბეთა კიდევ ერთი სამადლობელი "ზესტაფონს"

 

2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა გადაცემა  "სპორტი იმედზე" დიმა ობოლაძესთან ერთად, რომელსაც მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი გია ნიჟარაძე და რაგბის კავშირის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ნიაზ მამრიკიშვილი სტუმრობდნენ ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2018