05.11.2017
ზესტაფონელმა 13-წლამდელებმა ბრინჯაო მოიპოვეს
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებულმა ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებთან იმერეთის ღია პირველობის დასკვნითი ტურის შეხვედრა გამართა.
ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
როგორც იცით, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ზემოთნახსენები ტურნირის მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.
5 ნოემბერს ნორჩმა ზესტაფონელებმა მორიგი და, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი გამარჯვება იზეიმეს - მიმდინარე ტურნირის დასკვნით ტურში მათ ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ იასპარეზეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, შედეგად, მარგველებმა იმერეთის ცამეტწლამდელთა ღია პირველობის ბრინჯაოს მედლების კომპლექტი მოიპოვეს ...
|