13.09.2017
თხუთმეტწლამდელთა მარცხი ზუგდიდში
2017 წლის 12 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწრის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "ზუგდიდის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
ზუგდიდურ-ზესტაფონური დაპირისპირება საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება პირველი ტაიმის მიწურულს მურთაზ ბოხუას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეძლეს. აღსანიშნავია, რომ უფროსი კოლეგის ლუკა გოგოლაძის მსგავსად, ჭაბუკთა ტურნირების განვლილ ტურში პენალტის მოგერიება მარგველთა თხუთმეტწლამდელთა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმაც მოახერხა...
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 17 სექტემბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეექვსე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ "სამგურალს" დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება...
|
12.09.2017. U-15. ”ზუგდიდი” - ”ზესტაფონი” - 1-0 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ვარდუკაძე, ახვლედიანი, გ. ღონღაძე, კვეტენაძე, ქათამაძე (სოფრომაძე, 40 (ტაბატაძე, 61)), თვალაბეიშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე, ბებიაშვილი.
|
|