ჩვენ აქამდეც ვწერდით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ქომაგ ჯიმი თავაძეზე, რომელმაც 2016 წლის აპრილში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 3 კიდური დაკარგა. წელს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში (საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი), მან რეაბილიტაციის კურსი გაიარა და ახლა უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია.
ამ რამდენიმე დღის წინ ჯიმის "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელი მათე მუმლაძე და სპორტული ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ესტუმრნენ და მარგველთა ქომაგს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ნანატრი სათამაშო მაისური გადასცეს...
ჩვენ კი ამ ძალიან თბილი შეხვედრის ამსახველ ფოტოს გთავაზობთ...