Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.12.2017

 

 

 

 

 

 

 

 

„ზესტაფონის“ საკითხი სფფ-ს აღმასკომის სხდომაზე გაირკვევა

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა 27 დეკემბერს, 10:30 საათზე, გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხიც შეიტანეს. აღმასკომის სხდომაზე კლუბის მფლობელი  ილია კოკაია მიიწვიეს.

 

„ზესტაფონის“ მფლობელმა ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარი "პირველ არხთან" გააკეთა...

„ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილი, რაზეც ვუპასუხეთ და ამის შემდეგ ლიცენზირების პროცესში ჩავერთეთ. მალე გვეცოდინება, ლიგა 2-ში ვითამაშებთ თუ არა. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, არსად წავსულვარ და კიდევ კლუბის განვითარებაზე ვფიქრობ. თუმცა კოკაიას რა უნდა, ეს მეორეხარისხოვანია. არსებობს კლუბი “ზესტაფონი”, თავისი თანამშრომლებით და გულშემატკივრებით, რომლებიც ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვენ. ასე რომ, სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით“ – ამბობს ილია კოკაია.

 

2015 წლის 19 აპრილს, “ზესტაფონი”-“დილას” მატჩი ჩაიშალა. შეხვედრის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომამ “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატიდან მოკვეთა და პირველ ლიგაში დააქვეითა. ამ გადაწყვეტილებას კლუბმა გუნდის დაშლით უპასუხა.

 

კლუბი და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ 2015 წლის აპრილში “ზესტაფონი” უსამართლოდ დაიჩაგრა და მოითხოვენ, რომ სამართლიანობა აღდგეს და გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს...

 

 

მერაბ მამულაშვილი, www.1tv.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017