Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.09.2017

 

 

 

 

 

 

 

 

სამქულიანი ვოიაჟი თბილისში

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის "ოქროს ლიგის" გათამაშების მერვე ტურის მატჩი გამართეს - თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონ "მარაკანაზე" იმერლები ამავე სკოლის ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

უშუალოდ მატჩის დაწყების წინ ერთი ფრიად უცნაური და ამავე დროს ძალიან უსიამოვნო გარემოება გამოირკვა - მასპინძელთა გუნდი ჩემპიონატის ლიდერ იმერლებს მხოლოდ 10 ფეხბურთელით დაუხვდა. ამდენად, ჩვენი კლუბის 13-წლიან ისტორიაში პირველად "ზესტაფონის" წარმომადგენელ გუნდს არასრული შემადგენლობით მოასპარეზე მეტოქესთან დაპირისპირება მოუხდა...

 

ცხადია, მსგავს ვითარებაში "ოქროს ლიგის" მატჩის გამართვა არც მონაწილე გუნდებს სძენს განსაკუთრებულ მოტივაციას და არც თავად ტურნირის ავტორიტეტზე მოქმედებს დადებითად, თუმცა, რა გაეწყობოდა და ზესტაფონელებს 3 ქულის მოპოვებაზე ზრუნვა ასეთ უცნაურ სიტუაციაში მოუხდათ...

 

მოედანზე მოვლენათა განვითარების შესახებ გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გატანილი გოლებით სტუმართა გუნდის შემადგენლობაში თავი გოგა არაბიძემ (6; 37), შოთა შეყილაძემ (49), ბესო ფერაძემ (61) და დავით გაბრიაძემ (66) გამოიჩინეს, საბოლოოდ კი მატჩი მარგველთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა...

 

არაკონკურენტულ გარემოში მატჩის ჩატარების გარდა, ზესტაფონელებს გამარჯვების სიხარული გაუნელა იმანაც, რომ მეორე ტაიმის მსვლელობისას თვალის ტრავმა მიიღო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ, რომელსაც, დიდი ალბათობით, სამკურნალოდ გარკვეული პერიოდი დასჭირდება...

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 21 სექტემბერს გამართავენ - U17 ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეცხრე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპიძლებს. მატჩი 16:00 დაიწყება...

 

 

16.09.2017. U-17. ”35-ე საფეხბურთო სკოლა” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-5

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე (ა. ფერაძე, 71), გაჩეჩილაძე, ტოფაძე (ხოხიაშვილი, 73), ხუჯაძე, ბერაძე (აბჟანდაძე, 50), გ. სამხარაძე, სხილაძე, გაბრიაძე, ბ. ფერაძე, არაბიძე (მჭედლიძე, 45), შეყილაძე (ფანცულაია, 61).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017