02.12.2017
ზესტაფონელი 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც გუნდში მინსკში დაგეგმილი მატჩებისათვის არიან გამოძახებული. "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის ძალიან სასიამოვნოა ამ სიაში ჩვენი კლუბის წარმომადგენლის ხილვა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატს უსამართლოდ ჩამოაშორა, შოთა შეყილაძე ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული ჩვენი კლუბის წარმომადგენელი პირველი ფეხბურთელი გახლავთ...
თვრამეტწლამდელთა ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან "ზესტაფონის" ფორვარდი თბილისში გადის საწვრთნელ შეკრებას. როგორც იცით, ამ გუნდს ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი მიქაძე წვრთნის. თბილისში დაწყებული შეკრების შემდეგ გუნდი მიემგზავრება ბელორუსიაში, სადაც 4 და 6 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს ადგილობრივ ნაკრებთან გამართვას...
ჩვენი კლუბის სახელით, გვინდა თვრამეტწლამდელთა ნაკრებსა და მის დამრიგებელს, რომლებსაც 1 წლის შემდეგ სომხეთში 2019 წელს გასამართი ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად დიდი ბრძოლა მოუწევთ, წარმატებები ვუსურვოთ!
|