Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.12.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" დაბრუნების მომხრე 88,9 %-ის ამბავი

 

 

 

 

 

 

სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ქართული სპორტული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" facebook-გვერდზე, რომელსაც თითქმის 10 000 კაციანი საკუთარი "აუდიტორია" ჰყავს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის ძალიან საინტერესო გამოკითხვა მოეწყო.

 

ზემოთნახსენებმა გამოკითხვამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი და მათი მხრიდან შესაბამისი აქტიურობა გამოიწვია. გამოკითხვის ერთადერთი კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: "როგორ ფიქრობთ, უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის გათამაშებაში?"

 

ყველაზე სასიამოვნო გამოკითხვის შედეგები გახლდათ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაციასა და 2018 წელს მარგველთა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში დაშვებას მხარი გამოკითხულთა 88,89 %-მა დაუჭირა, ხოლო 11,11 % ასეთი შესაძლებლობის წინააღმდეგი გახლავთ...

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", რომელიც 2004-2015 წლებში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2011, 2012), დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მფლობელი (2008) და საქართველოს სუპერთასის გათამაშების გამარჯვებული (2011, 2012) გახლავთ.

 

2015 წლის 20 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ იმერული კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატს დანაშაულებრივად ჩამოაშორა...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017