ჩვენი კლუბის თექვსმეტწლამდელები ჭაბუკთა შორის საქართველოს მომავალი, 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგნენ. მიმდინარე წლის 3 დეკემბერს U16 გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს ბაღდათის "საირმეს" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.
გუშინდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გურამ მაზმიშვილმა, რომელსაც ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივის საგაისო შემადგენლობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა აქედანვე უწევს, თავის გამოჩენის საშუალება 2001 წელს დაბადებულ 4 ფეხბურთელს, გუნდის ახალწვეულებსა და გასინჯვაზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა. უნდა ითქვას, რომ ახალწვეულთა უმრავლესობამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა...
თავად მატჩი საკმაოდ საინტერესოდ, მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი დათო ბებიაშვილმა (2), ნიკა ჭანტურიძემდა ლუკა გურულმა გამოიჩინეს...