Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

სანაკრებო შეკრება "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ოქტომბერს სერბეთს ესტუმრება.

 

ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის, ტრადიციისამებრ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება...

 

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017