07.09.2017
თხუთმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება
2017 წლის 7 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
ბათუმელთა გუნდი იმერეთს ტურნირის ლიდერის რანგში ესტუმრა - ზღვისპირელებმა სასტარტო სამ ტურში ყველა შეხვედრა მოიგეს და ქულათა მაქსიმუმი (9) დააგროვეს. რაც შეეხება მასპინძლებს, ისინი ამ მატჩამდე ოთხი ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებოდნენ...
პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძელთა გააქტიურება სტუმართა კარში გატანილი გოლით დაგვირგვინდა - ზესტაფონელთა მიერ 28-ე წუთზე გათამაშებული კარგი კომბინაციის შედეგად, დასარტყმელ პოზიციაზე დათო ბებიაშვილი გავიდა და ზღვისპირელთა გოლკიპერს აუღებელი დაურტყა.
მეორე ტაიმის დებიუტში უკვე სტუმრებმა იძალეს და 40-ე წუთზე ნიკა მამულაძემ ანგარიში საყაიმო გახადა. ანგარიშის გათანაბრებას კი ნორჩმა მარგველებმა მორიგი გააქტიურება და კიდევ ერთი გოლი მოაყოლეს - დათო ბებიაშვილის მიერ 48-ე წუთზე შესრულებული სტანდარტი ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა - 2-1.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 12 სექტემბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეხუთე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი ზუგდიდს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...
|
07.09.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (ბათუმი) 2-1 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ვარდუკაძე, ახვლედიანი, გ. ღონღაძე, კვეტენაძე, ქათამაძე (სოფრომაძე, 36 (ტაბატაძე, 55)), თვალაბეიშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე, ბებიაშვილი.
|
|