Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.01.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელებმა მზადება განაგრძეს

 

 

 

 

 

2017 წლის ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ორი გუნდი წარმოადგენდა - 2000-2001 წლებში დაბადებულ U17 ჭაბუკთა კოლექტივმა თავის ასაკში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ხოლო 2002-2003 წლებში დაბადებულ U15 ჭაბუკთა გუნდმა, სადებიუტო სეზონში "ოქროს ლიგაში" ვერმოხვედრის მიუხედავად, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და ფეხბურთის მოყვარულთა თუ სპეციალისტთა მხრიდან საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკები, რომლებსაც წელს ასპარეზობა როგორც U15-სა და U17-ში, ასევე უფრო დიდ ასაკობრივ კატეგორიაშიც შეუძლიათ, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას დეკემბრის ბოლო რიცხვებში შეუდგნენ...

 

პირველი საწვრთნელი შეკრება ზესტაფონელებმა დაბა ბაკურიანში გაიარეს. 15 იანვრიდან კი ზესტაფონელი ჭაბუკები საწვრთნელ შეკრებას უკვე მშობლიურ ქალაქში გადიან და ახალი სეზონისათვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან...

 

აქვე შეგახსნებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ჩვიდმეტწლამდელთა და თხუთმეტწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, კვლავაც აწარმოებს 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 514-79-00-22 ან 571-15-35-75.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018