28.11.2017
"ზესტაფონმა" ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედლები მოიპოვა!
2017 წლის 28 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა 2017 წლის U17 ჭაბუკთა "ოქროს ლიგის" დასკვნითი, მე-18 ტურის შეხვედრა გამართა - თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" აკადემიის ერთ-ერთ მოედანზე მარგველები ადგილობრივი კოლექტივის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ...
თბილისის "დინამო" ჩვიდმეტწლამდელთა წლევანდელი ტურნირის ერთადერთი გუნდი გამოდგა, რომლის დამარცხებაც ზესტაფონელმა ჭაბუკებმა ვერ მოახერხეს - ზესტაფონში გამართულ ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრაში თბილისელებმა მასპინძლები 4-0 დაამარცხეს, დღევანდელი მატჩი გაცილებით დაძაბული კი გამოდგა, თუმცა გამარჯვება ისევ თბილისელებმა იზეიმეს - 3-1.
მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპსა და საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. დინამოელებმა დაწინაურება დებიუტშივე, კერძოდ მე-8 წუთზე მოახერხეს - ელგუჯა ჯანგველაძემ ზესტაფონელთა მეკარე ლუკა გოგოლაძეს ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა. ამის შემდეგ მოედანზე ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ გოლი ისევ მასპინძლებმა გაიტანეს - 36-ე წუთზე, ალექსანდრე კალანდაძის ზუსტი თავურის შემდეგ, ანგარიში 2-0 გახდა...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ. ზესტაფონელები შეტევის ხაზში ბევრს აქტიურობდნენ, ხოლო დინამოელებმა აქცენტი სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთეს. იმერელთა მიერ გაცუდებული რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ, შეხვედრის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე თბილისელმა ლევან ხარაბაძემ "ზესტაფონის" კარში მესამე გოლი გაიტანა...
დარჩენილ დროში ბესო ფერაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი აღარ იყო. შედეგად, გოჩა ჩიქოვანის დამმოძღვრილმა "დინამომ" დღევანდელი შეხვედრაც მოიგო და 2017 წლის ჩემპიონატიც.
რაც შეეხება "ზეტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებს, გურამ და ლაშა მაზმიშვილების გუნდმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის საპატიო ტიტული და ვერცხლის მედლები მოიპოვა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბრინჯაოს მფლობელი საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" გახდა...
|
28.11.2017. U-17. ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-1 |
"დინამო" (U-17): მამარდაშვილი, გაბიტაშვილი (წაქაძე, 77), კალანდაძე, ხარშილაძე, მელიქიშვილი (ბასარია, 41), გულდედავა, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე (კიკნაძე, 75), იაკობიძე, გოგობერიშვილი (ჩარკვიანი, 65), ხარაბაძე.
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი.
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე, ს. სამხარაძე (აბჟანდაძე, 66), მჭედლიძე (ფანცულაია, 41), ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე (ჟღენტი, 79).
მთავარი მწვრთნელი: გურამ მაზმიშვილი.
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელი)
|
|
|
|
17-წლამდელთა 2017 წლის "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილი |
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დინამო (თბ) |
18 |
15 |
0 |
3 |
51-20 |
45 |
2 |
ზესტაფონი |
18 |
14 |
2 |
2 |
49-21 |
44 |
3 |
სამტრედია |
18 |
11 |
2 |
5 |
31-26 |
35 |
4 |
სფფ აკადემია (ზუგ) |
18 |
8 |
6 |
4 |
27-19 |
30 |
5 |
ლოკომოტივი (თბ) |
18 |
8 |
4 |
6 |
36-19 |
28 |
6 |
ავაზა (თბ) |
18 |
6 |
6 |
6 |
28-20 |
24 |
7 |
გაგრა |
18 |
4 |
5 |
9 |
23-32 |
17 |
8 |
შუქურა (ქობ) |
18 |
3 |
2 |
13 |
17-45 |
11 |
9 |
დინამო (ბთ) |
18 |
3 |
2 |
13 |
22-41 |
11 |
10 |
35-ე საფ. სკოლა (თბ) |
18 |
3 |
1 |
14 |
22-63 |
10 |
|
|
|
|