16.08.2017
ამხანაგური მატჩი თანაქალაქელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობენ. 16 აგვისტოს მარგველმა ჩვიდმეტწლამდელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს - კლუბის ბაზაზე ისინი მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელ ზესტაფონის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი ბესო ფერაძემ და შოთა შეყილაძემ (2) გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ა. ფერაძე, მაცაბერიძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ბერაძე, გ. სამხარაძე, სხილაძე, ს. სამხარაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: აბრამიშვილი, გოგოლაძე, ხოხიაშვილი, ტალახაძე, ქურცაძე, ფანცულაია, ჟღენტი.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 21 აგვისტოს გამართავენ - U17 ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მესამე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება...
|