23.10.2017
თხუთმეტწლამდელთა გამარჯვება წყალტუბოში
2017 წლის 22 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან მოადანზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
წყალტუბოელ თანატოლებთან შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მათ უკვე მე-8 წუთზე შეძლეს - ზემოიმერლების სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით ნიკა ჭანტურიძემ დააგვირგვინა. დაწინაურების შემდეგ სტუმრებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და მე-20 წუთზე დათო ბებიაშვილმა ანგარიშში ორამდე გაზარდა...
პირველი ტაიმის დასრულებამდე სტუმრებმა წყალტუბოელთა დამწუხრება კიდევ ორჯერ მოახერხეს - 22-ე წუთზე დათო ფანჩულიძემ ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა, 24-ეზე კი დათო ბებიაშვილმა დუბლის შესრულებაც შეძლო და დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 28 ოქტომბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეთორმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი ტყიბულს ეწვევა და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "მეშახტის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10:30 საათზე დაიწყება...
|
07.05.2017. U-15. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 0-4 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე (აბრამიშვილი, 36), ახვლედიანი, გ. ღონღაძე, ჭუმბურიძე, სოფრომაძე (ტაბატაძე, 39), თვალაბეიშვილი, კვეტენაძე, ფანჩულიძე, ქათამაძე, ბებიაშვილი, ჭანტურიძე.
|
|