Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.08.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა სპარინგი "ავაზასთან"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თხუთმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან. 29 აგვისტოს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "სამტრედიის", ბათუმის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიის", "ზუგდიდის", წყალტუბოს "სამგურალისა" და ტყიბულის "მეშახტის" კოლექტივებთან ერთად "დამამშვიდებელი" ტურნირის დასავლეთ ზონაში ასპარეზობენ. რაც შეეხება დღევანდელ სპარინგ-შეხვედრაში მათ მეტოქეს, "ავაზას" 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი - მამუკა ჩუბინიძე) თბილისის ჩემპიონატში მონაწილეობს...

 

მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა. ზესტაფონელთა მხრიდან გატანილი გოლებით თავი ნიკა ჭუმბურიძემ და ნიკა ჭანტურიძემ გამოიჩინეს...

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: აბრამიშვილი, ახვლედიანი, საყვარელიძე, ვარდუკაძე, გ. ღონღაძე, ანდრიაძე, კვეტენაძე, თვალაბეიშვილი, ბებიაშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ცერცვაძე, ტაბატაძე, გურული...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017