მიმდინარე წლის 24-30 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, რომელშიც ქართველ ჭაბუკებთან ერთად, მათი იტალიელი, მონტენეგროელი და ლატვიელი თანატოლები მონაწილეობენ. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გამსვლელი ორი საგზურიდან ერთ-ერთის მოპოვებას შეეცდება.
ტურნირის მატჩები თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონების მწვანე მოედნებზე გაიმართება. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მკითხველთათვის საინტერესო სიახლე კი ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტურნირის მიმდინარეობისას, მონაწილე გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური ამ ტურინირის მონაწილეთა მიერ ჩვენი კლუბის ბაზაზე გამართული ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობისას გადაღებულ ფოტოსურათს გთავაზობთ...