03.08.2017
ბერიკა შუკაკიძე "ზესტაფონის" შესახებ
ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელ დირექტორ ბერიკა შუკაკიძესთან, რომელშიც რესპოდენტი ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე და ეროვნულ ჩემპიონატში ინვესტორთა დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს...
ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს კი ამ პუბლიკაციას იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ბერიკა შუკაკიძე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება: "საწყენია, "ზესტაფონი" გამქრალი რომაა ქართული საფეხბურთო რუკიდან. ილია კოკაიას მსგავსი ადამიანი ხელიდან როგორ უნდა გაუშვა?! კაცი მზადაა, ფული ჩადოს, დღესაც კი. საუბარია საკუთარ ფულზე...
შენ რომ ხელმძღვანელობა ხარ, არ გაქვს ასეთი კაცის დაკარგვის უფლება. ისე უნდა მოაწყო საქმე, რომ ის ქართულ ფეხბურთს გამოადგეს...
არადა, თავის დროზე "ზესტაფონი" ჩემთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. ხშირად მიფიქრია, ამათთან არ მათამაშა და ვისაც გინდა, იმას ვეთამაშები-მეთქი. გადაჭედილი იყო სულ სტადიონი, საფეხბურთო ქალაქია ზესტაფონი"...
|