Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.07.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპირველობის ფინალისტები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებიან

 

 

 

 

 

საქართველოში მიმდინარე ცხრამეტწლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროპირველობის მონაწილე რვავე ნაკრები ტურნირის მატჩებისათვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადებოდა.

 

შეგახსენებთ იმას, რომ მასპინძელ საქართველოსთან ერთად, კონტინენტზე ცხრამეტწლამდელთა შორის პირველობისთვის შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები იბრძოდნენ.

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ ტურნირის მონაწილე რვავე გუნდის მიერ მოსამზადებელი პროცესის საწარმოებლად ზესტაფონელთა ბაზის განსაკუთრებული მოწონების გათვალისწინებით, ჩვენი კლუბის კუთვნილ სპორტულ კომპლექსს მძიმე ჯაფა დაადგა - ბაზაზე არსებული ორი მინდორი ყოველდღიურად ჩემპიონატის მონაწილე 6-მდე გუნდის ვარჯიშს მასპინძლობდა...

 

ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან, 15 ივლისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონი უმასპინძლებს. მანამდე კი ფინალისტები ჩვენი კლუბის ბაზის მწვანე მინდვრებზე ვარჯიშობენ...

 

აქვე გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც ევროპირველობის მონაწილე სხვადასხვა გუნდის "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე ვარჯიშების მიმდინარეობაზე მოგვითხრობს...

 

 

ინგლისის ნაკრები
პორტუგალიის ნაკრები
ჩეხეთის ნაკრები
გერმანიის ნაკრები
შვედეთის ნაკრები

ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017