Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონის ვინაობას ლიდერთა დუელი გაარკვევს

 

 

 

 

 

 

22 და 23 ნოემბერს გაიმართა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" რამდენიმე გამოტოვებული მატჩი, რის შედეგადაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში - ჩემპიონის ვინაობას თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" წარმომადგენელი გუნდების უშუალო შეხვედრა გაარკვევს.

 

23 ნოემბერს ნორჩმა დინამოელებმა ქობულეთის "შუქურასთან" გამოტოვებული მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერ "ზესტაფონთან" ქულებში სხვაობა ორამდე შეამცირეს. შედეგად, ჩვიდმეტწლამდელთა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა თბილისელებისა და მარგველების უშუალო დუელის შედეგად გაირკვევა...

 

ჩემპიონატის ფინალად ქცეული დასავლურ-აღმოსავლური დაპირისპირება 27 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ყველა გასართობი ხასიათისა და სპორტული ღონისძიება იქნა გადადებული და ეს ჩვენთვის ესოდენ საინტერესო ჩვიდმეტწლამდელთა მატჩსაც შეეხო...

 

სფფ-ს შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილების თანახმად, U17 "ოქროს ლიგის" გადამწყვეტი შეხვედრა ერთი დღით გვიან, 28 ნოემბერს გაიმართება. მატჩი ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის "დინამოს" აკადემიის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 
17-წლამდელთა 2017 წლის "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილი

 

გუნდები

1

ზესტაფონი
17
14
2
1
48-18
44

2

დინამო (თბ)
17
14
0
3
19
42

3

სამტრედია
17
11
2
4
28-20
35

4

ლოკომოტივი (თბ)
17
8
4
5
36-18
28

5

სფფ აკადემია (ზუგ)
17
7
6
4
26-19
27

6

ავაზა (თბ)
17
6
5
6
26-18
23

7

გაგრა
17
4
4
9
21-30
16

8

დინამო (ბთ)
17
3
2
12
21-37
11

9

შუქურა (ქობ)
17
2
2
13
13-44
8

10

35-ე საფ. სკოლა (თბ)
17
2
1
14
16-60
7
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017