Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.09.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა მარცხი სამტრედიაში

 

 

 

 

 

 

2017 წლის 23 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგელები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

სამტრედიულ-ზესტაფონური დაპირისპირება საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმის დებიუტში გატანილი ორი გოლის წყალობით გამარჯვების მოპოვება მასპინძლებმა შეძლეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სტუმრებს, დისკვალიფიკაციისა და ავადმყოფობის გამო, ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა...

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 30 სექტემბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მერვე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...

 

 

23.09.2017. U-15. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” - 2-0

"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, კვეტენაძე, ქათამაძე, თვალაბეიშვილი, მახარაძე, წაქაძე, ბებიაშვილი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017