01.10.2017
დაძაბული მატჩი გაგრელებთან
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეორე წრის სასტარტო, რიგით კი მეათე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
შეხვედრის საწყისი წუთები ორმხრივ იერიშებში გაილია და ანგარიშის გახსნის შანსი ორივე მხარეს თანაბრად მიეცა. პირველი გოლი 28-ე წუთზე გავიდა - გაგრელთა გოლკიპერის არადამაჯერებელი თამაშით კარგად ისარგებლა ზესტაფონელთა ფორვარდმა გოგა არაბიძემ და გამოზომილი შორეული დარტყმით წინ იმერლები გაიყვანა...
მეორე ტამის დასაწყისიც ორმხრივ იერიშებში გაილია, თუმცა გარკვეულ მომენტამდე გოლები არ გადიოდა... ანგარიში 66-ე წუთზე შეიცვალა - შეტევის მარჯვენა ფლაგიდან დაწყებული ზესტაფონელთა კარგი იერიში ბესო ფერაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
გაგრელებმა გაიბრძოლეს და 68-ე წუთზე რატი გოგოლაძის მიერ ზუსტად შესრულებული სტანდარტის შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, მასპინძლები ამან კიდევ უფრო გაახელა და 71-ე წუთზე გოგა არაბიძემ სტუმრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. შედეგად, მატჩი ზეომიმერელთა კანონზომიერი გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები ისევ შინ გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეთერთმეტე ტურის მატჩში მარგველები "ავაზას" საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ გუნდს უმასპინძლებენ. ამ მატჩის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი...
|
30.09.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”გაგრა” 3-1 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე (მაცაბერიძე, 58), აბჟანდაძე, მჭედლიძე (ფანცულაია, 74), ბ. ფერაძე, არაბიძე (სხილაძე, 73), შეყილაძე.
|
|