Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

საბრძოლო ფრე დედაქალაქში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეორე ტურის მატჩი გამართეს - საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე იმერლები ადგილობრივი სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ.

 

თბილისელებთან მატჩი თანაბარ, მაგრამ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მეტიც, რიგ ეპიზოდებში ემოციებმა ლამის ზღვარსაც გადააჭარბა... გადამწყვეტი გოლის გატანის შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა (განსაკუთრებით გამოსარჩევია ზესტაფონელი შოთა შეყილაძის "ავაზას" გოლკიპერთან პირისპირ გასვლა და კარის ჩარჩოს სულ მცირედით აცილებული დარტყმა), თუმცა, საბოლოოდ, კარის აღება ვერც მასპინძლებმა მოახერხეს და ვერც სტუმრებმა და მატჩიც უგოლოდ 0-0 დასრულდა...

 

"ოქროს ლიგის" გათამაშების, რომელიც აგვისტოს ბოლოს განახლდება, ორი ტურის შემდეგ, მარგველები სატურნირო ცხრილის საპატიო, მესამე პოზიციაზე დამკვიდრდნენ. პირველობის მომდევნო, მესამე ტურის შეხვედრას ზესტაფონელები შინ გამართავენ - ზემოიმერლები სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლებენ. მეოთხე ტურის შეხვედრაში კი "ზესტაფონი" ბათუმში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” U17 გუნდს ესტუმრება.

 

 

26.06.2017. U-17. ”ავაზა” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გ. სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, ს. სამხარაძე, სხილაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე (ჟღენტი, 78).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017