Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა კიდევ ერთი გამარჯვება

 

 

 

 

 

 

2017 წლის 15 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა სანუგეშო ტურნირის მეათე ტურის შეხვედრაში მარგველებმა საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში კი მიმდინარეობდა, თუმცა 28-ე წუთზე სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს - სამეგრელოს წარმომადგენელთა ერთ-ერთი შეტევისას საბა ბოხუამ მასპინძელთა გოლკიპერ გიორგი აბრამიშვილს აუღებელი დაურტყა...

 

მეორე ნახევარი ზესტაფონელთა იერიშების თანხლებით წარიმართა - 53-ე წუთზე სტუმართა კართან დანიშნული კუთხური, რომელიც დათო ბებიაშვილმა ჩააწოდა, დათო ფანჩულიძის გოლით დასრულდა; 55-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით დათო ბებიაშვილმა დააგვირგვინა; 60-ეზე კი საჯარიმოს გარედან გასროლით დათო ფანჩულიძემ დუბლი შეასრულა. შედეგად, მარგველებმა მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს - 3-1.

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 22 ოქტომბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეთერთმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი წყალტუბოს ეწვევა და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება...

 

 

15.10.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”ზუგდიდი” 3-1

"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, ჭუმბურიძე, სოფრომაძე, ბ. ღონღაძე (ტაბატაძე, 6), კვეტენაძე, ფანჩულიძე, თვალაბეიშვილი, ბებიაშვილი, ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017