Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მედლებს მიუახლოვდა

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ანგარიშის გახსნის შანსი ორივე მხარეს მიეცა - თავიდან ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა თამაში მალევე გათანაბრდა და ტაიმი ორმხრივ იერიშებში გაილია...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელთა უპირატესობა გამოიკვეთა - მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა გარკვეულ მომენტამდე გოლი ვერ გაჰქონდათ... ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა - იმერე;თა შეტევის მარცხენა ფლანგიდან დაწყებული კარგი იერიში მახარე მაცაბერიძის დროული გადაცემითა და შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

 

თბილისელებმა გაიბრძოლეს და 70-ე წუთზე ლუკა მძევაშივილის მიერ მახვილი კუთხიდან ზუსტად შესრულებული დარტყმით ანგარიში ისევ საყაიმო გახადეს...

 

დარჩენილ წუთებში მარგველებმა სტუმართა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და მატჩის ძირითადი დროისათვის არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე საწადელს მიაღწიეს კიდეც - დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა ბოლო შეტევისას "ავაზას" საჯარიმოში შექმნილი არეულობისას, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ ზუსტი დარტყმის განხორცილება "ზესტაფონის" მცველმა გიორგი გაჩეჩილაძემ მოახერხა - 2-1.

 

შედეგად, ზესტაფონელებმა სატურნირო ცხრილის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს და იმის გათვალისწინებით, რომ მდევრებმა დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მარგველები მეოთხე ადგილზე მყოფ ზუგდიდელებს უკვე მთელი 11 ქულით უსწრებენ...

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 13 ოქტომბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეთორმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი სამტრედიას ესტუმრება, სადაც ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება...

 

 

09.10.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”ავაზა” (თბილისი) 2-1

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ბერაძე, გ. სამხარაძე, მჭედლიძე, მაცაბერიძე (ტოფაძე, 80), ბ. ფერაძე, არაბიძე (სხილაძე, 80), შეყილაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017