"ზესტაფონის" ქომაგსა და ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს კარგად ემახსოვრება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 2015-16 წლებში განვითარებული ამბები, როდესაც უხვი ნალექისა და გრიგალის გამო სტადიონი ზედიზედ ორჯერ დაიტბორა და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა...
როგორც გახსოვთ, ერთ-ერთი მთავარ "ცხელ წერტილად" მაშინ "დავით აბაშიძეზე" არსებული სატრენაჟორო დარბაზი იქცა, რომელმაც სტიქიის დარტყმა სამჯერ მიიღო - თანამედროვე სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი ცენტრის რამდენიმეჯერ დატბორვის შემდეგ, ნგრევის საქმე დაასრულა იმერეთში ამოვარდნილმა გრიგალმა, რომელმაც დარბაზში ჭერი ჩამოშალა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დარბაზის აღდგენის შესახებ. აღდგენითი სამუშაოების შესრულება სტადიონის ადმინისტრაციას დაევალა და სულ რამდენიმე დღის წინ იმერელთა სავარჯიშო ცენტრის რემონტი დასრულდა კიდეც.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური სატრენაჟორო დარბაზის სადღეისო მდგომარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...