Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ოლიკო კობახიძე: მადლობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"!

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივარმა ოლიკო კობახიძემ, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" საერთაშორისო საცეკვაო პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლავთ, წარმატებით გადალახა კიდევ ერთი ეტაპი და საუკეთესოთა სამეულში მოხვდა.

 

უკვე მერამდენედ, ოლიკო "იმედის" პირდაპირ ეთერში, ტელემაყურებლის წინაშე, ჩვენი კლუბის მაისურით წარსდგა. გადაცემის ბოლოს კი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მოიკითხა და თანადგომისთვის მას მადლობა გადაუხადა...

 

შეგახსენებთ, რომ ოლიკო კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. სადღეისოდ მან ნახევარფინალში (საუკეთესოთა სამეულში) მოახერხა მოხვედრა და ამ პოპულარული შოუს ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ (SMS - 95 342).

 

ჩვენ კი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გასული გადაცემის იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრისათვისაა განსაკუთრებით საინტერესო...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017