Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

104 გატანილი გოლის ამბავი და ბოლო ტურის მოლოდინი

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" ბოლოსწინა, რიგით მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.

 

ტრავმების გამო თბილისელებთან დღევანდელ შეხვედრაში მარგველებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამი ფეხბურთელი (ტოფაძე, ბ. ფერაძე, აბჟანდაძე) გამოაკლდათ. ამის მიუხედავად, მატჩი მასპინძელთა სწრაფი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა მე-8 წუთი, როდესაც თემურ ბერაძის მიერ სტუმართა საჯარიმოსკენ გაკეთებულ გადაცემას დროულად გამოეხმაურა გოგა არაბიძე და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა...

 

მატჩი ამის შემდეგაც მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და 24-ე წუთზე მათ ანგარიშის ორამდე გაზრდა მოახერხეს - მას შემდეგ, რაც ზესტაფონელთა გოლეოდორმა შოთა შეყილაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თამაში გაამწვავა და შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში გადაცემა გააკეთა, საჯარიმოში განმარტოებით დარჩენილ შოთა ფანცულაიას კარის აღება აღარ გასჭირვებია...

 

პირველი ნახევრის მიწურულს, კერძოდ 37-ე წუთზე, დათო გაბრიაძის ზუსტი პასის შემდეგ, უკვე თავად შოთა შეყილაძემაც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფორვარდისათვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი რიგით 44-ე, ხოლო მისი გუნდისთვის მე-100 გოლი გახლდათ ...

 

მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა, ზესტაფონელები ბევრსაც უტევდნენ და ბევრიც გაჰქონდათ: 44-ე წუთზე გოგა არაბიძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავით გიორგი გაჩეჩილაძე გამოეხმაურა, 56-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე კარგად ვახტანგ ტალახაძე გაერკვა, 76-ეზე გოლი დათო გაბრიაძემ გაიტანა, ხოლო 78-ეზე ვახტანგ ტალახაძემ დუბლი შეასრულა (ბოლო 2 გოლის ეპიზოდში პარტნიორები საგოლე გადაცემებით მახარე მაცაბერიძემ მოამარაგა).

 

საბოლოოდ, მატჩი ზესტაფონელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით 7-0 დასრულდა...

 

U17 "ოქროს ლიგის" გადამწყვეტი შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართება - ჩემპიონატის დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი თბილისს ესტუმრება და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ კოლექტივს დაუპირისპირდება...

 

 

19.11.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”35-ე საფეხბურთო სკოლა” (თბილისი) 7-0

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე (ა. ფერაძე, 46), ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე (სხილაძე, 46), ს. სამხარაძე (ჟღენტი, 46), ფანცულაია (მაცაბერიძე, 46), მჭედლიძე, არაბიძე, შეყილაძე (ტალახაძე, 50).

 

 
17-წლამდელთა 2017 წლის "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილი

 

გუნდები

1

ზესტაფონი
17
14
2
1
48-18
44

2

დინამო (თბ)
16
13
0
3
45-18
39

3

სამტრედია
17
11
2
4
28-20
35

4

ლოკომოტივი (თბ)
17
8
4
5
36-18
28

5

სფფ აკადემია (ზუგ)
16
6
6
4
21-19
24

6

ავაზა (თბ)
17
6
5
6
26-18
23

7

გაგრა
17
4
4
9
21-30
16

8

დინამო (ბთ)
16
3
2
11
21-32
11

9

შუქურა (ქობ)
16
2
2
12
12-41
8

10

35-ე საფ. სკოლა (თბ)
17
2
1
14
16-60
7
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017