03.11.2017
თხუთმეტწლამდელებმა სეზონი დაასრულეს
2017 წლის 3 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა სანუგეშო ტურნირის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
დღევანდელი შეხვედრის სადებიუტო ნაწილი მასპინძელთათვის ძალიან მძიმე გამოდგა - მე-6 წუთზე სამტრედიელები ლუკა შენგელიამ დააწინაურა, ხოლო 18-ე წუთზე მანვე დუბლის შესრულებაც მოახერხა და ანგარიშში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა - 0-2.
ზესტაფონელებმა გაიბრძოლეს და 24-ე წუთზე, დათო ბებიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ, მათი სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით ნიკა ჭანტურიძემ დააგვირგვინა. შეხვედრის მეორე ნახევარი მარგველთა დიდი უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა, გოლის გატანის არაერთი კარგი შესაძლებლობის მიუხედავად, პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა. შედეგად, გამარჯვება სამტრედიელეს დარჩათ - 2-1.
რაც შეეხება მასპინძლებს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა, U15 ჭაბუკთა სანუგეშო ტურნირი მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს...
|
03.11.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 1-2 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, ჭუმბურიძე, კვანტრიშვილი, თვალაბეიშვილი, კვეტენაძე, ქათამაძე (ბ. ღონღაძე , 60), ფანჩულიძე, სოფრომაძე (ბებიაშვილი, 17), ჭანტურიძე (ტაბატაძე, 45).
|
|