13.12.2017
საზეიმო მიღება ზესტაფონის მერიაში
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში სასიამოვნო ღონისძიება გაიმართა - ჩვენი ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეხვდა და მათ „ოქროს ლიგის“ გათამაშებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
„საამაყოა ზესტაფონისთვის, რომ გუნდმა ვიცე- ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ღირსეული ბრძოლის გარეშე ვერ შედგებოდა. ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ამ დიდ წარმატებას! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვერდით დავუდგეთ საფეხბურთო კლუბს, რათა კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი ერთად გავხდეთ.“ - აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.
შეხვედრის დასასრულს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მენეჯერმა სერგო ფუტკარაძემ, გუნდის სახელით, კახაბერ მახათაძეს სამახსოვრო საკლუბო მაისური გადასცა, მუნიციპალიტეტის მერმა კი გუნდს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა...
ფეხბურთელებთან შეხვედრა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, კობა გოჩალეიშვილის ინიციატივით შედგა. ზესტაფონის მერიაში გამართულ შეხვედრას საზოგადოების, "ზესტაფონის" ფან-კლუბისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები მრავლად ესწრებოდნენ...
|