03.11.2017
ჩვიდმეტწლამდელებმა მედლები გაინაღდეს
მიმდინარე წლის 3 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის გუნდს უმასპინძლა.
ზუგდიდელებთან დღევანდელ შეხვედრაში, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, მარგველებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამი ფეხბურთელი (გოგოლაძე, ბერაძე, აბჟანდაძე) გამოაკლდათ. მასპინძელთა გასახარად, მატჩი მათი სწრაფი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა მე-6 წუთი, როდესაც ნიკა ჟღენტის მიერ სტუმართა საჯარიმოსკენ გაკეთებულ ჩაწოდებას დროულად გამოეხმაურა ბესო ფერაძე და წინ თავის გუნდი გაიყვანა...
ამის შემდეგ შეხვედრა ტერიტორიის დაუფლებისათვის ბრძოლაში მიმდინარეობდა - აკადემიელები, რომლებიც "ოქროს ლიგის" ეგიდით გამართულ გასვლით შეხვედრებში დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობდნენ, იმერელთა საჯარიმოს მისადგომების გასაღებს ეძებდნენ, მასპინძლები კი მათ ამ მცდელობებს სწრაფი კონტრაქციებით პასუხობდნენ. ასეთმა ტაქტიკამ ზესტაფონელებს ნაყოფი 33-ე წუთზე მოუტანა - გუნდის მთავარმეგოლე შოთა შეყილაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, რამდენიმე მეტოქეს გასცდა, ზუგდიდელთა საჯარიმოში შეიჭრა და გოლიც თავად გაიტანა...
მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - ანგარიშში დაწინაურებულმა მასპინძლებმა სტუმრებს ტერიტორია ისევ დაუთმეს, თავად კი აკადემიელთა გამოჭერას სწრაფ კონტრშეტევებზე ლამობდნენ. ამ ჯერზე ბედმა უკვე ზუგდიდელებს გაუღიმა - 57-ე წუთზე ნიკა გოჩოლეიშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა...
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებს ნერვიულობა დაეტყოთ და საქმეში რამდენიმეჯერ ჩართვა უკვე მათ კარის დარაჯს მოუწია - რომ არა ანზორ ფერაძის დამაჯერებელი ასპარეზობა, ანგარიში უსათუოდ გათანაბრდებოდა. ბოლოს, გოლკიპერის თავდაჯერებულობა მის თანაგუნდელებსაც "გადაედო" და მატჩის დასკვნითი ნაწილი ისევ ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა.
გადამწყვეტი შეხვედრის 73-ე წუთი გამოდგა - მოედანზე შეცვლაზე შემოსული მახარე მაცაბერიძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, აკადემიელთა მეკარესთან პირისპირ ისევ შოთა შეყილაძე გავიდა და მეტოქეს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 3-1.
შედეგად, ზესტაფონელებმა "ოქროს ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში რიგით მე-12 გამარჯვება მოიპოვეს, ტურნირის დასრულებმდე სამი ტურით ადრე საპრიზო სამეულში ადგილი და მედლების ერთ-ერთი კომპლექტი გაინაღდეს. მეტიც, სადღეისოდ ისინი ისევ სატურნირი ცხრილის სათავეში იმყოფებიან...
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 10 ნოემბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეთექვსმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი ქობულეთს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "შუქურას" წარმომადგენელ კოლექტივს დაუპირისპირდება. მატჩი 14:15 საათზე დაიწყება...
|
03.11.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”სფფ-ს აკადემია” (ზუგდიდი) 3-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე, ს. სამხარაძე, ჟღენტი (სხილაძე, 52), მჭედლიძე (წითელაშვილი, 77), ბ. ფერაძე, არაბიძე (მაცაბერიძე, 54), შეყილაძე.
|
|
|
17-წლამდელთა 2017 წლის "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილი |
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ზესტაფონი |
15 |
12 |
2 |
1 |
38-17 |
38 |
2 |
სამტრედია |
15 |
10 |
2 |
3 |
27-18 |
32 |
3 |
დინამო (თბ) |
12 |
10 |
0 |
2 |
34-11 |
30 |
4 |
ავაზა (თბ) |
15 |
6 |
5 |
4 |
26-13 |
23 |
5 |
სფფ აკადემია (ზუგ) |
14 |
5 |
6 |
3 |
18-13 |
21 |
6 |
ლოკომოტივი (თბ) |
14 |
5 |
4 |
5 |
25-16 |
19 |
7 |
გაგრა |
14 |
3 |
4 |
7 |
16-25 |
13 |
8 |
დინამო (ბთ) |
15 |
3 |
2 |
10 |
20-30 |
11 |
9 |
შუქურა (ქობ) |
13 |
2 |
2 |
9 |
11-34 |
8 |
10 |
35-ე საფ. სკოლა (თბ) |
15 |
1 |
1 |
13 |
13-51 |
4 |
|
|
|
|
|
|
|
|