19.08.2017
თხუთმეტწლამდელთა სპარინგი მარტვილელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა მსაგავსად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას ჩვენი თხუთმეტწლამდელებიც განაგრძობენ. 18 აგვისტოს U15 გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს მარტვილის "მერანის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, თხუთმეტწლამდელთა მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ზესტაფონელები და მარტვილელები ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ. უნდა ითქვას, რომ მეგრული კლუბის წარმომადგენლებმა ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (3-0; 4-0) იმერელი ოპონენტი და დამსახურებულად მოიპოვეს თხუთმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" საგზური. რაც შეეხება ზესტაფონელებს, სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, გუნდში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა და ამდენად, "ოქროს ლიგის" წარმომადგენელ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთათვის ორმაგად საინტერესო გახლდათ.
უნდა ითქვას, რომ მატჩი ძალიან საინტერესოდ, მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი დათო ბებიაშვილმა (2), ნიკა ჭანტურიძემ, ნიკა ჭუმბურიძემ და დათო ტაბატაძემ გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: აბრამიშვილი, ახვლედიანი, საყვარელიძე, ფანცულაია, გ. ღონღაძე, კვეტენაძე, თვალაბეიშვილი, ტაბატაძე, ბებიაშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ცერცვაძე, ანდრიაძე...
|