Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

მორაგბეები "ზესტაფონის" ბაზის შესახებ

 

 

 

 

 

როგორც იცით, ივნისის თვეში ჩვენმა ქვეყანამ მორაგბეთა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ამ ტურნირის მონაწილე ერთბაშად ოთხი ნაკრები გუნდი მატჩებისათვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებოდა.

 

დღეს ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მოწოდებული მცირე სიუჟეტი, რომელიც ახლახან დასრულებული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრები გუნდების საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე მზადების შესახებ მოგვითხრობს...

 

ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ის, რომ სტუმრები არ მალავენ აღფრთოვანებას ბაზის მდებარეობისა და მასზე არსებულ მინდვრებზე ბუნებრივი საფარის უმაღლესი ხარისხის გამო...

 

ირლანდიელთა წარმომადგენელი: "დაუჯერებელია! საუკეთესო საფარია, თუ სადმე გვითამაშია... მართლა ძალიან მაგარია..."

ახალზელანდიელთა წარმომადგენელი: "ძალიან მაგარი ადგილია! შოკირებულიც კი ვიყავით, მინდორი რომ ვნახეთ პირველად... ბიჭებს ძალიან მოგვწონს აქ..."

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017