Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.09.2017

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი წრის მინორული ფინიში

 

 

 

 

 

 

2017 წლის 21 სექტემბერს "ზესტაფონის" U17 გუნდმა მიმდინარე წლის ჩვიდმეტწლამდელთა პირველობის "ოქროს ლიგის" პირველი წრის დასკვნითი, მეცხრე ტურის შეხვედრაში თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უმასპინძლა.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზესტაფონელთა თავდამსხმელმა შოთა შეყილაძემ, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ 5 დღის წინ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მიღებული ტრავმის მიუხედავად, მაინც მოახერხა დინამოელებთან შეხვედრაში მოედანზე გასვლა...

 

შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე დინამოელმა ზურაბ ჭავჭანიძე თავის გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმის მსვლელობისას ანგარიშის გათანაბრების ორი კარგი შესაძლებლობა ზესტაფონელ ბესო ფერაძეს მიეცა, მაგრამ ორივე მისი მცდელობა არაზუსტი დარტყმებით დასრულდა. პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში კი ისევ სტუმრები გააქტიურდნენ და იმერლები კიდევ ორი გატანილი გოლით დასაჯეს - 34-ე და 38-ე წუთებზე დუბლი ირაკლი აზაროვმა შეასრულა...

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში, კერძოდ 45-ე წუთზე, სტუმართა კონტრშეტევა იმერლებმა წესების დარღვევით შეაჩერეს, გიორგი ლომთაძე პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდის უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ მარგველები ბევრს ეცადნენ ანგარიშში სხვაობა შეემცირებინათ, თუმცა ყველა მათი მცდელობა უნაყოფო გამოდგა და შედეგად, მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 30 სექტემბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეათე ტურის მატჩში მარგველები საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება...

 

 

21.09.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 0-4

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, ბერაძე (წითელაშვილი, 75), სხილაძე (აბჟანდაძე, 25), გაბრიაძე (მაცაბერიძე, 20), გ. სამხარაძე (მჭედლიძე, 41), არაბიძე (ჟღენტი, 63), ბ. ფერაძე, შეყილაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017