Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.07.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი ირანელ სტუმრებთან

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკებმა, რომლებსაც ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ორთვიანი პაუზა უწევთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს ამხანაგური შეხვედრა გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებს ირანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის, თეირანის აკადემია "სპარტას" ჭაბუკთა გუნდი დაუპირისპირდა.

 

საქართველოში ირანელები ვეტერანი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის ინიციატივითა და მოწვევით იმყოფებიან. ზესტაფონში სტუმრობამდე მათ რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა საქართველოს დედაქალაქშიც მოასწრეს. სამშობლოში დაბრუნებამდე დასკვნითი სპარინგ-მატჩის გამართვა კი იმერეთში გადაწყვიტეს...

 

მარგველებმა დღევანდელ შეხვედრაში ორი შემადგენლობით იასპარეზეს - პირველ ნახევარში მოედანზე 2001-2003 წლებში დაბადებულთა შერეული გუნდი გავიდა, ხოლო მეორეში უკვე ჩვიდმეტწლამდელების ჯერი დადგა. თავის მხრივ, სტუმრებმა მასპინძლებს პირველ ნახევარში თექვსმეტწლამდელები დაუპირისპირეს, ხოლო მეორეში საქმეში უფროსი მეგობრებიც ჩართეს...

 

თავს აღარ შეგაწყენთ დღევანდელი სპარინგის პერიპეტიებზე დეტალური საუბრით. უბრალოდ მოგახსენებთ იმას, რომ მატჩი საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მასპინძელთა გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017