საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 სექტემბერს ავსტრიას ესტუმრება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩისთვის ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა