Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა მარცხი ქობულეთში

 

 

 

 

 

 

2017 წლის 7 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" გამართულ შეხვედრაში მარგელები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

აჭარულ-იმერული დაპირისპირება საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვების მოპოვება მასპინძლებმა შეძლეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სტუმრებს, დისკვალიფიკაციისა და ავადმყოფობის გამო, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ...

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 15 ოქტომბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეათე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" დაუპირისპირდება. მატჩი 15:15 საათზე დაიწყება...

 

 

07.10.2017. U-15. ”დინამო” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 1-0

"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, ნ. ჭუმბურიძე (წაქაძე, 59),, ახვლედიანი, გ. ღონღაძე, სოფრომა სოფრომაძე, კვეტენაძე, თვალაბეიშვილი, ფანჩულიძე, ტაბატაძე (ბ. ღონღაძე, 46), ბებიაშვილი, ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017