17.11.2017
დატვირთული რეჟიმი "ზესტაფონის" ბაზაზე
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ ერთბაშად რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო შეხვედრას უმასპინძლა. შესაბამისად, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზასაც მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუხდა.
დასაწყისისთვის გეტყვით იმას, რომ თითქმის მთელი კვირის მანძილზე ზესტაფონელთა თბილისურ ბაზაზე ვარჯიშობდა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი - როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსისა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებთან ამხანაგური მატჩები გამართა...
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ საქართველოში ხარისხიანი საფეხბურთო მოედნების ტოტალური დეფიციტის პირობებში, გორში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ქართველთა მეტოქე კვიპროსელებმაც, სავარჯიშო პროცესის საწარმოებლად, არჩევანი სწორედ ჩვენი კლუბის სპორტულ კომპლექსზე შეაჩერეს...
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ამ დღეებში თბილისში ოფიციალური და ამხანაგური მატჩების გასამართად მყოფი ლიტვის, ფინეთისა და ალბანეთის 21-წლამდელთა გუნდებიც ემზადებოდნენ...
ჩვენ კი "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე ამ დღეებში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ...
|