31.10.2017
ლევან კობიაშვილი "ზესტაფონის" შესახებ
31 ოქტომბერს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელშიც, სხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, ქართული ფეხბურთის თავკაცი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს...
ჩვენ კი ამ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად ზესტაფონელ გულშემატკივარს დააინტერესებს:
" ... ჩვენ გვინდა, სამოტივაციო თანხა გავზარდოთ, რათა კლუბებს მეტი სტიმული ჰქონდეთ სპონსორის მოძიებისთვის. დღეს ქართულ ფეხბურთში ინვესტორების დეფიციტია და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ასე უდგას გვერდით ფეხბურთს. მაგალითად, ილია კოკაია ავიღოთ, ვინც წლების განმავლობაში საკუთარი ფულით გააკეთა ყველაფერი...
- კოკაია ახსენეთ და "ზესტაფონის" თემასაც შევეხოთ, რომელიც წინა ფედერაციიდან მემკვიდრეობით "გადმოგყვათ" ...
- ჩვენი აზრით, "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატი ძლიერ "ზესტაფონთან" ერთად უფრო ძლიერი ტურნირი იქნება. შედგა შეხვედრა და ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ეს თემა დაიხუროს ისე, როგორც ქართული ფეხბურთის ინტერესებისათვის იქნება უკეთესი. ჯერ დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მიდის მუშაობა ამ საკითხზე..."
|
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი |
|