საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის ზღვისპირული შეკრება დასასრულს მიუხლოვდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა მარგველები საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" საშემოდგომო მატჩებისათვის მზადებას განაგრძობენ...
ქობულეთური შეკრების მიწურულს ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართეს: 25 ივლისს მათ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" U17 გუნდი 5-2 დაამარცხეს (გოლები: შოთა შეყილაძე (2), ნიკოლოზ ჟღენტი, თემურ ბერაძე, გიორგი სამხარაძე); ხოლო 27 ივლისს ისევ ცხინვალელებს შეხვდნენ და კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად 5-1 (გოლები: ნიკოლოზ ჟღენტი (3), საბა სამხარაძე, შოთა შეყილაძე) მოიპოვეს.
ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას ზესტაფონელები 31 ივლისს უკვე მშობლიურ ქალაქში განაგრძობენ. მზადების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობისას დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვა ...