Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ვერცხლით შეფერილი ვიზიტი აჭარაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა U17 "ოქროს ლიგის" 2017 წლის გათამაშების მეთექვსმეტე ტურის მატჩი გამართეს - ქობულეთის "ჩელე-არენაზე" იმერლები ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ.

 

ქობულეთურ-ზესტაფონური დაპირისპირება ზესტაფონელთა ელვისებური შეტევებითა და სწრაფი გოლებით დაიწყო - შეხვედრის პირველივე წუთზე იმერლები წინ გოგა არაბიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბესო ფერაძემ გაიყვანა, მე-3 წუთზე კი, ნიკა მჭედლიძის კარგი გარღვევისა და დროული ჩაწოდების შემდეგ, გოგა არაბიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის ბოლომდე ზღვისპირელმა გიორგი გუჯაბიძემ ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ნახევარი სტუმართა მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

 

შეხვედრის მეორე ნახევრის სადებიუტო ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მალევე უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და რომ არა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში იმერელთა უზუსტობა, მატჩის ბედი გაცილებით ადრე უნდა გარკვეულიყო. ისე კი, ყველაფერი საბოლოოდ 71-ე წუთზე გაირკვა, გადამწყვეტი გოლი შოთა შეყილაძის ანგარიშზეა - 3-1.

 

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებით ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ჩემპიონატის ვერცხლის მედლების კომპლექტის მოპოვება გაინაღდეს. U17-თა შორის საქართველოს ჩემპიონის ვინაობა კი "ოქროს ლიგის" დასკვნითი ორი ტურის გამართვის შემდეგ გაირკვევა...

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 19 ნოემბერს გამართავენ - U17 ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" ბოლოსწინა, რიგით მეჩვიდმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდს დაუპირისპირდება...

 

 

10.11.2017. U-17. ”შუქურა” (ქობულეთი) - ”ზესტაფონი” 1-3

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე (სხილაძე, 44), აბჟანდაძე (ს. სამხარაძე, 44), მჭედლიძე (მაცაბერიძე, 52), ბ. ფერაძე (ჟღენტი, 72), არაბიძე, შეყილაძე.

 

 
17-წლამდელთა 2017 წლის "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილი

 

გუნდები

1

ზესტაფონი
16
13
2
1
41-18
41

2

დინამო (თბ)
14
11
0
3
37-17
33

3

სამტრედია
16
10
2
4
27-20
32

4

სფფ აკადემია (ზუგ)
15
6
6
3
20-13
24

5

ავაზა (თბ)
16
6
5
5
26-15
23

6

ლოკომოტივი (თბ)
15
6
4
5
31-17
22

7

გაგრა
16
4
4
8
21-28
16

8

დინამო (ბთ)
15
3
2
10
20-30
11

9

შუქურა (ქობ)
15
2
2
11
12-40
8

10

35-ე საფ. სკოლა (თბ)
16
2
1
13
16-53
7
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017