Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია: "ზესტაფონის" ვერცხლი ოქროსავითაა

 

 

 

 

 

 

ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ დასრულებული ჩვიდმეწლამდელთა "ოქროს ლიგის" შედეგებსა და ამ ტურნირში ზესტაფონელ ჭაბუკთა გამოსვლას ეხმაურება...

 

თბილისის "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდი ჭაბუკთა "ოქროს ლიგის" გამარჯვებული გახდა. დასკვნითი, მე-18 ტურის შეხვედრაში თბილისელებმა ლიდერი "ზესტაფონი" თბილისური კლუბის აკადემიის სტადიონზე მიიღეს და 3:1 დაამარცხეს.

 

დინამოელთაგან თავი ელგუჯა ჯანგველაძემალექსანდრე კალანდაძემ და ლევან ხარაბაძემგამოიჩინეს, ხოლო "ზესტაფონიდან" - ბესო ფერაძემ (პენალტით).

 

შედეგად, გოჩა ჩიქოვანის გაწვრთნილმა "დინამომ" პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონობაც იზეიმა. ეს წარმატება გასაკვირი არ არის - დინამოელებმა ლამის ყველა ასაკობრივ პირველობაზე გაიმარჯვეს (გუშინ ჩემპიონატი "დინამოს" 19-წლამდელებმაც მოიგეს).

 

მარგველების მეორე ადგილი კი ნამდვილად სასიხარულოა - უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთის შემდეგ ორი წელი გავიდა, საფეხბურთო სკოლის მუშაობა შეჩერდა და ახლა მხოლოდ პატარა ასაკისა და 17-წლამდელთა გუნდი შემორჩათ.

 

საინტერესოა, რომ "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდი წლევანდელი ტურნირის ერთადერთი მონაწილეა, რომლის დამარცხებაც ზესტაფონელებმა ვერ მოახერხეს - თბილისელებმა ზესტაფონში პირველი წრის შეხვედრაც მოიგეს (4:0). მაგრამ "ზესტაფონის" 17-წლამდელებისთვის, რომელთაც მამა-შვილი, გურამ და ლაშა მაზმიშვილები წვრთნიან, ვიცე-ჩემპიონის ტიტული საპატიოა - ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ვერცხლი ოქროსავით ბრწყინავს, რადგან გუნდი ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდა და პირველივე სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.

 

აქვე ვიტყვით, რომ ბრინჯაოს მფლობელი "სამტრედია" გახდა...

მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017